სსფ: ეკონომიკურ კრიზისთან ბრძოლა 10 წელი გაგრძელდება

საქართველო, თბილისი - 2012-10-06 12:27:00

მსოფლიო ეკონომიკას კიდევ 10 წელი დასჭირდება იმისათვის, რომ თავი დააღწიოს ფინანსურ კრიზისს, რომელიც 2008 წელს დაიწყო, - ამის შესახებ განცხადება სსფ-ის მთავარმა ეკონომისტმა ოლივიე ბლანშერმა გააკეთა.

ბლანშერის განმარტებით, გერმანიას მოუწევს ინფლაციის მაღალ დონეს შეეგუოს.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ მთელი ყურადღება დღეს ევროპის კრიზისისკენაა მიპყრობილი, "არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ აშშ-ში საბიუჯეტო კრიზისია".