სულხან ღლონტი ბათუმის #66 საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს

საქართველო, თბილისი - 2012-10-01 15:33:00

"ქართული ოცნების" ბათუმის საარჩევნო შტაბის ერთ-ერთი ლიდერი სულხან ღლონტი ბათუმის #66 საარჩევნო უბანზე არსებულ დარღვევებზე საუბრობს. როგორც "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ღლონტმა განაცხადა, არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ნათელა ბახტაძე პატრულის თანამშრომლებმა წაიყვანეს.

"ბათუმის #66 საარჩევნო უბანზე პატრულის თანამშრომლებმა ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაციის დამკვირვებელი ნათელა ბახტაძე წაიყვანეს იმ მოტივით, რომ ერთ-ერთ ამომრჩეველს შეურაცხყოფა მიაყენა, რაც სიცრუეა", - განაცხადა ღლონტმა.

მისი ინფორმაციით, პატრულის თანამშრომლებს ნათელა ბახტაძე ბათუმის პოლიციის სამმართველოში ჰყავთ.

"ახლა პოლიციის სამმართველოსთან ვიმყოფები. ქალბატონი ნათელა დაჟინებით ითხოვს ჩემთან შეხვედრას, მაგრამ ამის შესაძლებლობას არ აძლევენ", _ განაცხადა ღლონტმა.