მისი თქმით, ხვალ არის დიდი შეკრება თბილისის სტადიონზე, მაგრამ ვიდრე ეს შეხვედრა გაიმართება, საქართველოს პრეზიდენტი ყველას შეახსენებს, რომ საქართველოში დღეიდან არის ორი დედაქალაქი - და "ამიტომ დღევანდელი შეხვედრა იმართება აქ".
"ხომ ეგონათ, რომ ყველაფერი გაჩარხეს? ხომ იკითხა მათმა ბატონ-პატრონმა, როდის არის საქართველოში არჩევნებიო? ხომ მისცა 2 მილიარდი? ხომ დაუმზადა კომპრომატები? ხომ გაუკეთა ყველაფერი, მაგრამ ყველაფერი ამის შემდეგ 1-ელ ოქტობერს ერთი სუბიექტი გამორჩათ ამ მთელი პროცესის - ჩვენ გამოვრჩით! ქართველი ერი გამორჩათ მხედველობიდან! ამიტომ, როგორც არასდროს, მე ვარ ამაყი ჩვენი ხალხით", - აცხადებს სააკაშვილი. და აღნიშნავს, რომ მთავარი, რაც ქართველმა ხალხმა არ უნდა დაკარგოს, არის ის, რომ ქალაქში, სადაც ბავშვები იზრდებიან ნორმალურ ატმოსფეროში, არ დაბრუნდნენ კანონიერი ქურდები.
"ქუთაისში ვეღარასდროს დაბრუნდებიან კანონიერი ქურდები", _ განაცხადა სააკაშვილმა.