მისი განცხადებით, იგი აპოლიტიკური ადამიანი იყო, თუმცა ქვეყანაში გამეფებულმა ძალადობის პოლიტიკამ აიძულა „ქართული ოცნების" გვერდით დადგეს და საჭიროების შემთხვევაში აქტიურ პოლიტიკურ საქმიანობაშიც ჩაერთოს.
„გადავწყვიტე, ფოთში ეკა ბესელიას გვერდით დავდგე, არჩევნებამდე მის გვერდით ვიქნები და ყველანაირად მხარს დავუჭერ", - განაცხადა ცნობილმა სპორტსმენმა.