"კავკასიის ხალხთა კონფედერაცია~ აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტებისადმი მიმართვას გაავრცელებს
საქართველო, თბილისი - 2009-10-21 08:20:00
![]()
დღეს, 22 ოქტომბერს, 13:00 საათზე, "კავკასიის ხალხთა კონფედერაციის~ თავმჯდომარე ზაალ კასრელიშვილი სასტუმრო "საქართველოში" პრესკონფერენციას გამართავს და გაავრცელებს საგანგებო მიმართვას საერთაშორისო ორგანიზაციებისა და აშშ-ის და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტებისადმი.
კასრელიშვილი მედიის წარმომადგენლებს ჩრდილოეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებს გააცნობს და ჩეჩნეთისა და ინგუშეთის დამოუკიდებლობაზე გააკეთებს განცხადებას.