საერთო მოსავლიდან 45 ათას ტონას ექსპორტზე უკრაინაში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსსა და მოლდოვაში გაიტანენ. აჭარაში წელს არასტანდარტული მანდარინის ფასი 10 თეთრი იქნება, ჩვეულებრივი მანდარინის ფასი კი 40-50 თეთრის ფარგლებში იმერყევებს.
სამეგრელოში კი წელს 30-დან 40 ტონამდე ციტრუსის მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდელზე 5%-ით ნაკლებია. როგორც რეგიონის სამხარეო ადმინისტრაციაში აცხადებენ, სამეგრელო ციტრუსის მოსავლის სიმრავლით არ გამოირჩევა და მოსავლის რეალიზაციის პრობლემაც არ შეიქმნება. სამეგრელოში ციტრუს ძირითადად ინდმეწარმეები იბარებენ, ამიტომ ამ ეტაპზე მოლაპარაკებები მათთან მიმდინარეობს.