კალანდაძის განმარტებით, აღნიშნული სხდომის მიზანია ორგანიზაციის ფარგლებში მიმდინარე აქტუალური საკითხების განხილვა, მათ შორის, პოლიტიკური ურთიერთქმედებისა და უწყებათაშორისი თანამშრომლობის მიმართულებით, ასევე, მიმდინარე წლის სექტემბერში, ქ. ნიუ-იორკში დაგეგმილი სუამ-ის მინისტერიალის მოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება. სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორები განიხილავენ ორგანიზაციის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის მიმდინარე პროექტების განხორციელებასა და სამომავლო პერსპექტივებს