საქართველოში სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი ჩამოვლენ

საქართველო, თბილისი - 2012-09-03 12:31:00

საქართველოში ამერიკელი სენატორები ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი ჩამოვლენ, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ნინო კალანდაძემ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ამ ვიზიტით კიდევ ერთხელ გამოვლინდება საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა.

"საქართველოში ჩამოვლენ ჯონ მაკკეინი და ჯონ ლიბერმანი. ამ ვიზიტითაც ცალსახად გამოვლინდება საქართველოს მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა. მათ შორის, ჩვენს მიერ გადადგმული ნაბიჯების აღიარება. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მოგვეცემა საშუალება მასქიმალურად მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ საქართვეოლოში მიმდინარე და სამომავლო პროექტების თაობაზე", - განაცხადა კალანდაძემ.