ნაციონალურმა მოძრაობამ თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა

საქართველო, თბილისი - 2012-08-13 18:28:00

ნაციონალურმა მოძრაობამ თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატები დაასახელა. ორივე კანდიდატი პირადად პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ წარადგინა.

ნაციონალური მოძრაობის სიით თიანეთში კენჭს გიორგი აბაშვილი იყრის, ხოლო ყაზბეგში - გოჩა მალანია.

შეგახსენებთ, რომ დავით ბაქრაძემ დღესვე თბილისის რაიონების მაჟორიტარობის კანდიდატებიც წარადგინა.