საქართველოს მთავრობაში მორიგი ცვლილებები განხორციელდა, რომლის თანახმადაც, ფინანსთა მინისტრად ალექსანდრე ხეთაგური, ენერგეტიკის მინისტრად კი - ვახტანგ ბალავაძე დაინიშნა რაც შეეხება ფინანსთა უკვე ყოფილ მინისტრს, დიმიტრი გვინდაძეს მას პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ორ დღეში ახალ თანამდებობაზე წარადგენს.
"ორ დღეში დავბრუნდები თბილისში და დიმა გვინდაძეს, რომელმაც ძალიან ბევრი საქმე გააკეთა ფინანსთა სამინისტროში, როგორც შემოსავლების, ისე საქართველოს რეიტინგების ზრდის, საქართველოში სტაბილური ფინანსური სისტემების ჩამოყალიბებაში, ჩვენ ახალ, ძალიან საინტერესო თანამდებობას ვუმზადებთ. ამის პრეზენტაციას მე გავაკეთებ თბილისში ორი დღის შემდეგ", _ აღნიშნა მერაბიშვილმა.