"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში, სახელმწიფო აუდიტის სამსახური აქამდეც აქტიურად თანამშრომლობდა პოლიტიკურ გაერთიანებებთან, თუმცა საარჩევნო პერიოდში მნიშვნელოვანია, რომ პარტიებთან კომუნიკაცია უფრო სწრაფი და მოქნილი გახდეს. ამასთან, კანონმდებლობით საარჩევნო პერიოდისთვის სპეციფიკური რეგულაციებია დადგენილი, განსხვავებულია ასევე ფინანსური ანგარიშგების წესი, ვადები და ფორმა.
"იმისთვის, რომ პოლიტიკურ სუბიექტებს გაუადვილდეთ ფინანსური დეკლარაციების შევსება და აბსოლიტურად ცხადი გახდეს დეკლარაციის თითოეული ფორმის შევსების წესი, ფინანსური მონიტორინგის სამსახური 2012 წლის 10 აგვისტოს, 11:00 საათიდან, დაინტერესებული პოლიტიკური პარტიებისთვის ატარებს ტრენინგს, სადაც განიხილება ბუღალტრულ აღრიცხვასა და პოლიტიკური პარტიების ფინანსურ ანგარიშგებებთან დაკავშირებული ყველა საინტერესო საკითხი", - აცხადებენ სამსახურში.