"ხშირად ამბობენ, რომ "რაღა მაინცდამაინც თქვენ გახურავთ ქუდები წარწერით "მე მიყვარს საქართველო", ჩვენც გვინდა, ჩვენც ხომ გვიყვარს საქართველო. კი ბატონო, საქართველოს სიყვარული ჩემი პირადი საკუთრება კი არ არის - ყველას უნდა უყვარდეს საქართველო.
მაგრამ თუ შენ ამბობ, რომ მთავრობაში გინდა მოსვლა იმიტომ, რომ ამდენია ასაშენებელი ჯერ კიდევ და რაც ავაშენეთ უკვე ის უნდა დაანგრიო - შენ არ გიყვარს საქართველო. აი ასე მოქმედებენ ისინი. ამიტომ ერთადერთი რაც ჩვენ შეიძლება მათ დავუპირისპიროთ არის ჩვენი თავმოყვარეობა, ღირსება, ერთიანობა და მედგარი სული, რომ ჩვენ აუცილებლად მივიყვანთ დაწყებულს ბოლომდე", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.