„რატომ გვიჭერენ მხარს ევროპელები, ამერიკელები, იაპონელები?! იმიტომ, რომ მათ იციან, რომ ჩვენ თვითონ გვინდა ჩვენი თავისუფლება, კრემლი კი ცდილობს, რომ საქართველოს შიგნით მოაძლიეროს ის ხალხი, რომლებიც ორაზროვნად ლაპარაკობს თავის თავისუფლებაზე, დამოუკიდებლობაზე და ერთმნიშვნელოვნად ამბობს, რომ "ომში დამნაშავე საქართველოა".
პრეზიდენტის განცხადებით, ეს ყველაფერი კომპლექსია.
"ჩვენ გავაგრძელებთ შენებას და ფენიქსივით ფერფლივით აღდგომას და საქართველოს გავამთლიანებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.