ინგა გრიგოლია: სააკაშვილი და მერაბიშვილი თავისი მომყოლებით საბოლოოდ უნდა დამთავრდეს

საქართველო, თბილისი - 2012-08-09 14:53:00

ინგა გრიგოლიამ ოზურგეთში გურულებთან შეხვედრისას ქდმ-ს საარჩევნო პრიორიტეტებზე ისაუბრა. მისი თქმით, ყველა გურულის ოჯახის შვილებს უნდა ჰქონდეთ ხარისხიანი განთლების მიღების საშუალება, მათ მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს - დაფასება

ინგა გრიგოლიამ სიტყვით გამოსვლის დროს ერთ-ერთი ადგილობრივი ქალბატონის ისტორია გაიხსენა, რომელიც ორლარიან ღვეზელებს ყიდის, ჩეკის ამოურტყმელობის გამო კი იგი შემოსავლების სამსახურმა 500-ლარით დააჯარიმა.

გრიგოლიას თქმით, ეს კიდევ ერთი ნათელი მაგალითია საკაშვილის ხელისუფლების უსამართლობის.

„ადამიანს ისე უჭირს რომ 2 ლარად ყიდის ღვეზელს ხელისუფლება კი მას 500 ლარით აჯარიმებს, ხელები უნდა მოტყდეს ისეთ ადამიანს, რომელიც ასეთ გაჭირვებულ ადამაინებს კიდევ უფრო უმძიმებს სოციალურ ყოფას.მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ სააკშვილ- მერაბიშვილი თავისი მითებითა და მომყოლებით საბოლოდ უნდა დამთავრდნენ და ქვეყანაში ერთხელ და სამუდამოდ ბოლო უნდა მოეღოს ასეთ უსამართლობას", - განაცხადა ინგა გრიგოლიამ.