პარტიებმა საარჩევნო ნომრები მიიღეს

საქართველო, თბილისი - 2012-08-07 21:18:00

ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე გამართულ საარჩევნო ნომრის მისაღებად წილისყრა გაიმართა, რომელშიც 37 პარტია მონაწილეობდა.

წილისყრის შედეგები ასეთია:

არჩევნებში მონაწილეობას პირველი ნომრით - კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო" მიიღებს.

პოლიტიკური გაერთიანება "ახალი მემარჯვენეების" ნომერი იქნება - 24,
"მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" - 25,
შალვა ნათელაშვილი - "საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 38,
ჯონდი ბაღათურია - "ქართული დასი" - 23,
"ევროპელი დემოკრატები" - 11,
პოლიტიკური გაერთიანება "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო" - 28,
"სალომე ზურაბიშვილი, საქართველოს გზა" - 22,
პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველო" - 8

წილისყრაში არ მონაწილეობდა სამი პარტია "ნაციონალური მოძრაობა", "ქრისტიან-დემოკრატები" და "კონსერვატორები". ისინი შეინარჩუნებენ იმ საარჩევნო ნომრებს, რომლებიც წინა არჩევნებზე ჰქონდათ.

წილისყრის შედეგები ცესკო-მ დღევანდელ სხდომაზე უკვე დაამტკიცა.