რობერტ ბერნსის დაბადების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-01-30 08:30:00

30 იანვარს, სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასში" გაიმართება შოტლანდიელი პოეტის, რობერტ ბერნსის დაბადების დღისადმი მიძღვნილი საქველმოქმედო ვახშამი. 

ჩატარდება აუქციონი, მოეწყობა გათამაშება. საქველმოქმედო ვახშმიდან შესული თანხა მოხმარდება სამ პროექტს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება.