თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დათა ახალაია დაინიშნა

საქართველო, თბილისი - 2012-07-06 11:37:00

თავდაცვის მინისტრის მოადგილედ დათა ახალაია დაინიშნა.

დათა ახალაია შსს-ში კუდ-ის უფროსი იყო.

დათა ახალაიამ თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც განხორციელებული სამთავრობო ცვლილებების შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრად მისი ძმა, თავდაცვის უწყების ყოფილი ხელმძღვანელი ბაჩო ახალაია დაინიშნა.