ამ დროისთვის დადასტურებულია, რომ ქიმიური ავზიდან გაჟონილი ქლორით 12 ადამიანი მოიწამლა. 9 მოთავსებულია რეფერალურ საავადმყოფოში 3 - ინგოროყვას კლინიკაში. დაზარალებულები მიმდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები არიან.
დაზარალებულები ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა მოინახულა. მინისტრის თქმით, პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
შეგახსენებთ, რომ ლილოში გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ქიმიური ავზი მწყობრიდან გამოვიდა და ქლორმა გაჟონა. დაზარალებულები არიან მიმდდებარე კორპუსებში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც რეფერალურ საავადმყოფოსსა და ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს. გაჟონვა მოხდა 800-ლიტრიანი ქიმიური ავზიდან, რომელსაც ონკანი მოძვრა.