"ჩვენ მსგავს სწავლებებზე პირველად გვეპატიჟებიან",_ განაცხადა მკრტიჩიანმა პრესკონფერენციაზე და აღნიშნა, რომ ჯგუფის შემადგენლობაში, რომელიც საქართველოში გაემგზავრება ექვსი ძირითადი და ორი სარეზერვო მაშველი შევა.
მან ასევე განაცხადა, რომ სომეხი სპეციალისტების მომზადებას მათ შორის გერმანელი და ფრანგი სპეცილაისტები ახორციელებენ.
შეგახსენებთ, რომ 22-28 სექტემბერს საქართველოში საერთაშორისო სწავლებები "გრუზია 2012" ნატოს ეგიდის ქვეშ ჩატარდება. სწავლებები ბუნებრივ და ტექნოგენულ კატასტროფებზე რეაგირების ერთობლივი მეთოდების შემუშავებას ითვალისწინებს.