"Aegean Airlines" ათენიდან 15 ადგილობრივ და 23-ზე მეტ საერთაშორისო მიმართულებას სთავაზობს მგზავრებს. დედაქალაქიდან - საბერძნეთის საუკეთესო კურორტებისა და ქალაქების მიმართულებით პირდაპირ ფრენებს ავიაკომპანია თითქმის ყოველ დღე ასრულებს.
Star Alliance-ის წევრი „ეგეოსის ავიახაზები" საბერძნეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და სწრაფად მზარდი ავიაკომპანიაა. იგი საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე 1999 წლიდან ოპერირებს და არსებული მდგომარეობით 29 თანამედროვე ლაინერი ჰყავს საკუთრებაში.
ავიაკომპანიებისა და აეროპორტების მომსახურების ხარისხის კვლევისა და შეფასების მსოფლიოში აღიარებული ორგანიზაციის SKYTRAX-ის 2011 წლის მონაცემებით, "Aegean Airlines" საუკეთესო რეგიონალურ გადამზიდავად დასახელდა ევროპაში