ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მთავარი არქიტექტორი დააკავეს

საქართველო, თბილისი - 2009-10-21 15:20:00

 სამართალდამცველებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქუთაისის მთავარი არქიტექტორი დააკავეს.

როგორც კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ სოსო თოფურიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ქუთაისის არქიტექტურის საქალაქო სამსახურის უფროსმა მამუკა კობზონაძემ 4 ათასი ლარი აიღო, რათა ერთ-ერთი მეწარმისთვის საკუთრებაში მიწის ნაკვეთი დაემტკიცებინა.

კონსტიტუციური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ის საკუთარ კაბინეტში აიყვანეს.

ბრალის დამტკიცების შეთხვევაში დაკავებს თავისუფლების 9 წლამდე აღკვეთა ემუქრება.