"პროგრეს ბანკი" "კომერცბანკთან" თანამშრომლობას იწყებს

საქართველო, თბილისი - 2012-05-25 14:39:00

24 მაისს „პროგრეს ბანკმა'' მსოლფლიოს ერთ-ერთ მსხვილ საფინანსო ინსტიტუტთან „ კომერცბანკთან" თანამშრომლობა ოფიციალურად დაიწყო.

„მიმდინარე ეტაპზე "კომერცბანკსა" და ჩვენს ბანკს შორის ურთიერთობა დაიწყო საკორესპონდენტო ანგარიშის გახსნით. უახლოეს პერიოდში ჩვენ ვგეგმავთ გავაღრმაოთ პარტნიორობა და ვითანამშრომლოთ გერმანულ გიგანტთან საკრედიტო რესურსების გამოყოფის კუთხითაც" - განაცხადა „პროგრეს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კოტე სულამანიძემ.

გაცნობებთ, რომ ეს გახლავთ „პროგრეს ბანკის" პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საერთაშაშორისო საბანკო სფეროში ინტეგრაციისა.