,,მე არც ერთის დადასტურება არ შემიძლია. მე საერთოდ, წინასწარი განცხადებები არ მიყვარს. ბიზნესშიც არ არის ეს მიღებული. შეიძლება სადღაც რაღაც ჩემმა ოფისმა ინტერესი გამოთქვა, მაგრამ ეს არაფერს არ ნიშნავს", _ განაცხადა,,სტუდია სპექტრის" დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან ბიძინა ივანიშვილმა.
შეგახსენებთ: შეგახსენებთ, "ქრონიკა" 21 მაისი ნომერში სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ "ბიძინა ივანიშვილმა თავისი რუსული ბანკი კი არ გაყიდა, "თელასში" გადაცვალა და შემოდგომიდან თბილისში დენის ფასი 6 თეთრი იქნება, სოციალურად დაუცველთათვის კი 4 თეთრი".
21 მაისს კომენტარი გააკეთა კომპანია "ინტერ რაო ეესის" პრესმდივანმა ნიკოლაი გორელოვმა. მან 'ჯი-ეიჩ*-ენთან" საუბარში უარყო ინფორმაცია, თითქოს "თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა
"მე შემიძლია გითხრათ მხოლოდ ერთი, რომ "ინტერ რაო ეესი"თელასის 75 %-ს ფლობს, როგორც ადრე. არ ვადასტურებ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს "თელასის" წილი ბიძინა ივანიშვილმა იყიდა", - განაცხადა "ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში გორელოვმა.