ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იგეგმება

საქართველო, თბილისი - 2012-05-24 17:17:00

26 მაისს ბათუმში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი არაერთი საზეიმო ღონისძიება იგეგმება.

12:00 საათზე დაგეგმილია - საავიაციოსარაკეტო და გემთსამოდელო წრეების მოსწავლეთა ნამუშევარების საცდელ-საჩვენებელი გამოსვლები (დელფინარიუმის მიმდებარე ტერიტორია).

14:00 საათზე ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე სკვერში გაიხსნება გამოფენა-აქცია, მუზეუმის სრული კოლექციის საზეიმო გამოფენა.

18:00 საათზე გაიმართება კონცერტი მოსწავლე ახალგაზრობის სასახლის ანსამბლების მონაწილეობით.