პოპულარული ლექსების ავტორი მიხა ხელაშვილი 1920-იან წლებში ანტისაბჭოთა პარტიზანული მოძრაობის მონაწილე და "შეფიცულთა რაზმის წევრი" იყო.
1922-1924 წლებში მონაწილეობდა საბჭოთა რეჟიმის წინააღმდეგ ქაქუცა ჩოლოყაშვილის მეთაურობით მოწყობილ შეიარაღებულ გამოსვლებში ფშავსა და ხევსურეთში.
მიხა ხელაშვილი 25 წლის ასაკში დუშეთის მილიციის რაზმთან შეტაკების დროს დაიღუპა. ხელაშვილის ლექსები საბჭოთა პერიოდში ხალხური პოეზიის ანთოლოგიებში ავტორის სახელის მინიშნების გარეშე იბეჭდებოდა.