დღეს "ქვევრების მოხსნის" საზეიმო ღონისძიება გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2012-05-12 09:33:00

დღეს, 12 მაისს, 13:00 საათზე, ნაფარეულში ტყუპი ძმების, გელა და გია გამტკიცულაშვილების მარანში, "ქვევრების მოხსნის" საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

აღნიშნულ ღონისძიებას ტურისმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია სიდამონიზე და კახეთის გუბერნატორი გიორგი ღვინიაშვილი დაესწრებიან.