დედაქალაქის ნაწილს ელექტროენერგიით მომარაგება შეეზღუდება

საქართველო, თბილისი - 2012-05-11 19:56:00

სარემონტო სამუშაოების გამო, 14 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დიღმის მასივის III კვარტლის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს 10 საათიდან 14 საათამდე გლდანის რაიონის ნაწილს მონაცვლეობით 30-30 წუთით ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მუხიანის II, IVა მიკრორაიონის, ლიბანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

ხოლო 14 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება ქერჩის, გმირ კურსანტთა და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 11:00 საათიდან 17:00 საათამდე, მთაწმინდის და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ), ფალიაშვილის, კოსტავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, ნაძალადევის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), გოგაშენის, ბჟოლეთის, ედისის, ცოტნე დადიანის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება საირმის, ბურძგლას, მიცკევიჩის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ვაჟა-ფშაველას და ყაზბეგის (ნაწილობრივ) გამზირების, მიცკევიჩის, საირმის, შმიდტის, ჭილაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის I მიკრორაიონის, ბუდაპეშტის, კანდელაკის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე, სამგორის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება მოსკოვის გამზირის (ნაწილობრივ), აეროპორტის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 17:00 საათამდე, ისნის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ქეთევან წამებულის გამზირის (ნაწილობრივ), შორაპნის II დასახლების და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ვაკის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დაბა წყნეთის მცხოვრებლებს.

14 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნინოშვილის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის, მამარდაშვილის, ართვინის, კაპანაძის, ფარავნის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

15 მაისს, 10:00 საათიდან 15:00 საათამდე, ჩუღურეთის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნინოშვილის, წმინდა ნიკოლოზის, ნინო ჩხეიძის, თოიძის, ჯავახიშვილის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

16 მაისს 10 საათიდან 15 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება: ხეთაგუროვის, ჩუბინაშვილის, კონსტიტუციის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.

14 და 15 მაისს, 12:00 საათიდან 16:00 საათამდე მთაწმინდის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება დაბა კოჯრის (ნაწილობრივ) მცხოვრებლებს.