თამარ ხახუტაიშვილმა ყურადღება გაამახვილა ინტეგრირებულ საბიბლიოთეკო სისტემა koha-ზე. მისი განცხადებით, 60 000-ზე მეტი საბიბლიოთეკო ერთეულის არსებობის შემთხვევაში, უფრო მოსახერხებელია ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha.
"koha არის openbiblio-ზე გაცილებით მძლავრი და ბევრი სერვისის მომცველი პროგრამა. მას შეუძლია დაამუშაოს 5 მილიონზე მეტი ბიბლიოგრაფიული ჩანაწერი, ოპერატიულად შეატყობინოს მკითხველებს სიახლეები, დაეხმაროს ლიტერატურის შერჩევაში", - განაცხადა მან.
როგორც ცენტრალური სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის დირექტორმა ვაჟა პაპასკირმა განაცხადა, საქართველოს ტექნიკურმა უნივერსიტეტმა შეიძინა ეს პროგრამა და ინტეგრირებული საბიბლიოთეკო სისტემა koha ამიერიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტშიც იქნება ხელმისაწვდომი.
გარდა ამისა, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამეცნიერო-ტექნიკური ბიბლიოთეკის თანამშრომელმა, უფროსმა ბიბლიოთეკარმა ირინა ღარიბიანმა გააკეთა პრეზენტაცია საქრთველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში არსებული ელექტრონული რესურსების ხელმისაწვდომობის შესახებ.