11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საბურთალოს რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება პეკინის გამზირის, იოსებიძის, კალანდაძის, კანდელაკის, შარტავას და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
11 მაისს, 10:00 საათიდან 16:00 საათამდე, საბურთალოს და ვაკის რაიონების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება ნუცუბიძის პლატოს V მიკრორაიონის, ყაზბეგისა და ვაჟა-ფშაველას (ნაწილობრივ) გამზირების, ჭილაძის და მიმდებარე ქუჩების მცხოვრებლებს.
სარემონტო სამუშაოს გამო, 12 მაისს, 11:00 საათიდან 18:00 საათამდე, დიდუბის რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეეზღუდება. შეზღუდვა შეეხება აგლაძის და სამტრედიის ქუჩების მცხოვრებლებს.