თბილისში ავარიული სახლი ჩამოინგრა

საქართველო, თბილისი - 2012-05-10 09:38:00

თბილისში ღამით ტელეგრაფის სამ ნომერში ავარიული სახლი ჩამოინგრა. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

ადგილზე საგანგებო სიტუაციების და რაიონის გამგეობის წარმომადგენლები მივიდნენ. მათი განცხადებით, საჭიროა სახლის დემონტაჟი. დაზარალებულებს ადგილობრივი მუნიციპალიტეტი დაეხმარება.