თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ამერიკელი სამხედროები დააჯილდოვეს

საქართველო, თბილისი - 2012-05-08 18:22:00

 საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა ხუთი ამერიკელი საზღვაო ქვეითი და ერთი მეზღვაური ISAF--ის მისიისთვის ქართველი სამხედროების მომზადებაში გაწეული წვლილისთვის დააჯილდოვეს.

დაჯილდოვების ცერემონია საზღვაო ქვეითთა კორპუსის უსაფრთხოების თანმშრომლობის ჯგუფის ერთობლივ საექსპედიციო ბაზა "ფორტ სტორში" ვირჯინიაში გაიმართა.

ამერიკელ სამხედროებს, შესაბამისი მედლები ISAF-ის ოპერაციის შესრულების დროს დაჭრილმა 31-ე ბატალიონის მეთაურმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ალექსანდრე ტუღუშმა გადასცა.