თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება რვა პრინციპს ეფუძნება

საქართველო, თბილისი - 2012-04-27 15:46:00

საქართველოს მთავრობის მიერ მომზადებული თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტის მიხედვით, თავდაცვის რეზერვის სისტემის განვითარება რვა პრინციპს ეფუძნება.

ეს პრინციპებია:

 სიმარტივე და მოქნილობა - რეზერვის მარტივი და ეფექტური სტრუქტურის და მოქნილი მართვის და კონტროლის სისტემის ჩამოყალიბება;
 ხარისხი - რეზერვისტების სათანადო აღჭურვა და მაღალ დონეზე გაწვრთნა;
 ეკონომიურობა - შეზღუდული რესურსების პირობებში მინიმალური ფინანსური დანახარჯებით მაქსიმალური შედეგების მიღწევა;
 დეცენტრალიზებული მართვა - დამოუკიდებლად მოქმედების შესაძლებლობების განვითარება;
 რეზერვისტის მორალის ამაღლება და საბრძოლო, პროფესიული და ტექნიკური უნარ-ჩვევების დაბალანსებული განვითარება;
 მეტი თავსებადობა შეიარაღებული ძალების ან/და სხვა უწყებების ოპერაციებთან;
 ეფექტური კომუნიკაცია მოსახლეობასთან, რეზერვისა და სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობის შესახებ;
 მიღებული გამოცდილების პერმანენტული და დროული ასახვა რეზერვის სისტემის შემდგომი სრულყოფისთვის.

კონცეფციაში აღნიშნულია, რომ მნიშვნელოვანია მუდმივად ხორციელდებოდეს რეზერვის სისტემის შეფასება და სრულყოფის გეგმების გადახედვა-შემუშავება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობამ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული გამოცდილების ანალიზისა და დასკვნების გათვალისწინებით საქართველოს თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის პროექტი მოამზადა.

პროექტი ასევე ეყრდნობა ნატოს და სხვა პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებას.