ოკუპირებულ ახალგორში რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა

საქართველო, თბილისი - 2010-01-19 14:33:00

 ოკუპირებულ ახალგორში რუს სამხედროებს შორის შეიარაღებული დაპირისპირება მოხდა.

ოკუპანტების სამხედრო ნაწილში სროლა წუხელ ისმოდა. ჯარისკაცებმა ერთმანეთი დაჭრეს. წინასწარი ინფორმაციით, სამხედროები ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.

ერთ-ერთ ჯარისკაცს ტყვია გულ-მკერდის არეში აქვს მოხვედრილი. სამხედრო ნაწილში სასწრაფო დახმარების ბრიგადა ახალგორიდან გამოიძახეს. პირველადი სამედიცინო დახმარება ჯარისკაცებს ადგილზევე აღმოუჩინეს, რის შემდეგაც დაჭრილები ცხინვალის საავადმყოფოში გადაიყვანეს.