ჰაიტის ხელისუფლებამ პორტ-ო-პრენსის აერორტის კონტროლი აშშ-ს გადასცა

საქართველო, თბილისი - 2010-01-16 18:45:00

ჰაიტის ხელისუფლებამ პორტ-ო-პრენსის აერორტის კონტროლი აშშ-ს გადასცა, რათა ამაღლდეს ჰუმანიტარული ტვირთების მიწოდებისა და განაწილების ეფექტურობა. ასევე აღდგენითი სამუშაოების წარმართვა და დაზიანებული ადამიანების ჰოსპიტალიზაცია. 

შესაბამისი განცხადება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ფილიპ კროუნმა განაცხადა.

"ჰაიტის პრემიერ-მინისტრმა ჯან მაქს ბელრივმა ხელი მოაწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს რომლითაც აეროპორტი აშშ-ს გადმოეცა. რეისები შესაბამისი ინტერვალებით ნაწილდება, გადატვირთვა შემცირდა და ჩვენ ვცდილობთ დღეში 90 თვიმფრინავის მიღებას"- განაცხადა ფილიმ კროულმა.

აშშ ასეროპორტის მართვის უფლებით ისარგებლებს იმ დრომდე ვიდრე ჰაიტის ხელმძღვანელობას ექნება შესაძლებლობა განაახლოს ამ ფუქნციის შესრულება.