ორგანიზატორთა განცხადებით, აღნიშნულ საველე სწავლებას წინ უძღვის სამი დამაგეგმარებელი კონფერენცია,რომელთაგან პირველიც - საწყისი დამაგეგმარებელი კონფერენცია გაიმართა ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში. დანარჩენი ორი კონფერენციის გამართვა დაგეგმილია თბილისში.
"სწავლება მიმართულია იმისთვის,რომ ამაღლდეს ქართული მხარის მომზადების დონე კატასტროფებზე რეაგირების, მზადყოფნისა და კატასტროფების პრევენციის კუთხით. აგრეთვე სწავლების უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს შემდეგი: იმ შემთხვევაში, თუ ადგილი ექნება ჩვენს ქვეყანაში დიდ სტიქიურ უბედურებას, იქნება ეს ბუნებრივი თუ ტექნოლოგიური ხასიათის, როგორ უნდა მოახდინოს ქართულმა მხარემ ნატოს ევრო ატლანტიკური კატასტროფებზე რეაგირების საკოორდინაციო ცენტრის (EADRCC) მეშვეობით დახმარების მიღება. სწორედ ეს ცენტრი არის NATO-ში პასუხისმგებელი სტრუქტურული ერთეული, ვინც ახორციელებს დაზარალებული ქვეყნისთვის საჭირო დახმარების გაწევის კოორდინაციას, იქნება ეს დაზარალებულ ქვეყანაში ჰუმანიტარული ტვირთების გაგზავნა თუ სხვადასხვა სახის სამაშველო გუნდის გაგზავნა (მაგ., CBRN, სამედიცინო,საძიებო-სამაშველო და სხვა)", - აცხადებენ ისინი.
აღნიშნულ შეხვედრას ხელმძღვანელობს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტი ირაკლი ქადაგიძე, ხოლო NATO EADRCC ხელმძღვანელია გიუნტერ ბერტშნაიდერი .