წითელი ჯვრის მონაცემებით, ჰაიტში მიწისძვრისგან დაღუპულთა რაოდენობა 50 ათას შეადგენს

საქართველო, თბილისი - 2010-01-15 10:50:00

ჰაიტში მიწისძვრისგან დაღუპულთა სავარაუდო მონაცემები 50 ათას შეადგენს, ეს არის ჰაიტის წითელი ჯვრის წინასწარი დაუყზუსტებელი მონაცემები. 

ქვეყნის ხელისუფლების ინფორმაციით, სავარაუდოა დაღუპულია ნახევარი მილიონი ადამიანია. დაზარალებულთა საერთო რიცხვი კი 3 მლნ ადამიანს შეადგენს.

გუშინ, დაღუპულების პირველი დაკრძალვა გაიმართა. 7 ათასამდე ადამიანი საძმო სასაფლაოზე დაკრძალეს, ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა რენე პრევალმა განაცხადა.

მისწიძვრა ჰაიტზე მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დამანგრეველია. ქვეყნის 2 მილიონამდე ადამიანი საცხოპვრებელი პირობების გარეშეა დარჩენილი. მიმდინარეობს მათი საძიებო სამუშაოები ვინც ნანგრევებშია მოყოლილი.