რუსეთისა და სომხეთის თავდაცვის მინისტრები ერთმანეთს შეხვდნენ

საქართველო, თბილისი - 2010-01-13 17:52:00

რუსეთის თავდაცვის მინისტრი ანატოლი სერდიუკოვი სომხეთის თავდაცვის მინისტრ სეირან ოგანიანს შეხვდა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურმა გაავრცელა. 

"მხარეებმა რუსეთისა და სომხეთს შორის სამხედრო და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის ურთიერთობები განიხილეს. ისაუბრეს ასევე რეგიონალური განვითარების პრობლემებზე. შეხვედრაზე ასევე მიმდინარეობდა საუბარი სომეხი სამხედრო მოსამსახურეების რუსეთის თავდაცვის სამინიტროს სასწავლებლებში მომზადებაზე", _ განაცხადა თავდაცვის მინისტრის პრესსახურის უფრომა ირინა კოვალჩუკმა.

მისი ინფორმაციით, რუსეთის თავდაცვის მინისტრმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ "რუსეთისა და სომხეთის სამხედრო თანამშრომლობას სტრატეგიულ-პარტნიორული ხასიათი აქვს".