Sმარტივის მობილური აპლიკაცია არის Sმარტივი ანგარიშის და მასთან დაკავშირებული სერვისების მართვის კომპაქტური პროგრამა, რომელიც მუშაობს მობილური ტელეფონიდან და საშუალებას გაძლევთ გადაიხადოთ 75-ზე მეტი პროვაიდერის გადასახადი
აპლიკაციის გამოსაყენებლად აუცილებელია მობილური ტელეფონი ჩართული იყოს უსადენო (wireless) ან ფიჭური კავშირგაბმულობის ნებისმიერი ოპერატორის ინტერნეტში.
Sმარტივის მობილური აპლიკაცია გაძლევთ საშუალებას:
• დაარეზერვოთ Sმარტივი თქვენთვის სასურველი ნიკით
• შექმნათ და პროვაიდერებით დააკომპლექტოთ Sმარტივი კალათა
• შეასრულოთ გადახდა როგორც Sმარტივი კალათის მეშვეობით, ასევე მის გარეშე
• დაიმატოთ მეგობრები, გადაუგზავნოთ და მიიღოთ მათგან თანხა
• გაუგზავნოთ და მიიღოთ შეტყობინება მეგობრისგან
• დაათვალიეროთ თქვენი გადახდებისა და გადარიცხვების ისტორია
Sმარტივის მობილური აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია მობილური ტელეფონებით, რომლებიც მუშაობენ Android-ის ოპერაციულ სისტემაზე. უახლოეს მომავალში შესაძლებელი გახდება აღნიშნული აპლიკაციით სარგებლობა ნებისმიერი მოდელის მობილური ტელეფონით.