"მაგთიკლუბში" ვარსკვლავები იმღერებენ

საქართველო, თბილისი - 2010-01-13 08:00:00

13 იანვარს, ძველით ახალი წლის ღამეს, "მაგთიკლუბში" ვარსკვლავები იმღერებენ. მაყურებლის წინაშე წარდგებიან დათო ევგენიძე, მაია ჯაბუა, ეკა კახიანი და გიო ხუციშვილი. 

კლუბი 13 იანვარს, 21:00 საათზე გაიხსნება. პროგრამა დაიწყება 22:00-ზე და 14 იანვრის 02:00-მდე გასტანს.

ბილეთის ფასში (100 ლარი) შედის ტკბილი საახალწლო სუფრა და შამპანური.