მარნეულში ავარიას მსხვერპლი მოყვა

საქართველო, თბილისი - 2012-02-26 15:00:00

ერთი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა ავტოსაგზაო შემთხვევას მარნეული-შაუმიანის მაგისტრალზე. "მოსკვიჩის" მარკის ავტომანქანა, რომელიც სავარაუდოდ გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გარე განათების ბოძს შეეჯახა.

გავრცელებული ინფორმაციით, "მოსკვიჩის" 4 მგზავრიდან 1 გარდაიცვალა. სამი ადამიანი, მათ შორის ერთი მცირეწლოვანი ბავშვი, სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა მარნეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ექიმების განცხადებით, სამივე დაშავებულების მდგომარეობა ამ დროისთვის მძიმეა.