საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს

საქართველო, თბილისი - 2010-01-11 16:59:00

ხვალ, 12 იანვარს, საქართველოს მთავრობა გასვლით სხდომას გამართავს. 

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" მთავრობის პრესსამსახურიდან აცნობეს, მინისტრთა კაბინეტი ამჯერად გორში შეიკრიბება.

ოფიციალური ინფორმაციით, მთავრობის გასვლითი სხდომა 13:00 საათზე, სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში ჩატარდება. არ არის გამორიცხული, მას პრეზიდენტმა სააკაშვილმა უხელმძღვანელოს.

შეგახსენებთ, რომ მინისტრთა კაბინეტი ქვეყნის რეგიონებში გასვლით სხდომებს პერიოდულად მართავს.