თბილისში მსოფლიო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-01-10 12:04:00

21 იანვარს თბილისის საკონცერტო დარბაზში პაატა ბურჭულაძის ფონდ იავნანას ეგიდით მსოფლიო ვარსკვლავების გალა კონცერტი გაიმართება.

როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ფონდის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, თეონა ჯორბენაძემ განუცხადა, გალა კონცერტზე ცნობილ ქართველ ბანთან, პაატა ბურჭულაძესთან ერთად მაყურებლის წინაშე წარსდგებიან მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტენორი მარჩელო ალვარესი, აღიარებული სოპრანო, მიშელ კრაიდერი და იტალიელი ტენორი ამბროჯიო მაესტრი.

გარდა იმისა, რომ კონცერტი საქველმოქმედოა, ის პაატა ბურჭულაძის 55-ე წლის იუბილესაც ეძღვნება.

კონცერტში მონაწილეობას მიიღებს ოპერისა და ბალეტის ორგესტრი და გუნდი. ორკესტრს ზაზა აზმაიფარაშვილი უდირიჟორებს.

კონცერტიდან შემოსული თანხა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს მოხმარდება.