21 იანვრიდან კინოთეატრებში ზაზა კოლელიშვილის "ომი და ქორწილი" გამოვა

საქართველო, თბილისი - 2010-01-08 12:16:00

21 იანვრიდან კინოთეატრებში "ამირანსა" და "რუსთაველში" ზაზა კოლელიშვილის "ომი და ქორწილი" გამოვა.

ფილმის სიუჟეტი აგვისტოს ომის პარალელურად ვითარდება.

ფილმში 92 მონაწილეა დაკავებული. მთავარ როლებს ასრულებენ მსახიობები: აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგუაშვილი, ლადო მექვაბიშვილი, ზურაბ ქაფიანიძე, გია მუჯირი, დუტა სხირტლაძე, ვახო კანდელაკი და სხვები. მეფე-დედოფალს კი როლანდ ოქროპირიძე და ელენე კოლელიშვილი ასახიერებენ.

ფილმის ოპერატორია მინდია ერაძე, დამდგმელი მხატვარი _ მალხაზ კუხაშვილი, სცენარისტი _ პაატა ბერიკაშვილი, დიალოგების ავტორები არიან ნანა ჭავჭანიძე და ნათია გოგოჭური, ფილმის პროდიუსერია თენგო თხილავა.