„ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ხელშეკრულება 5 ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან გააფორმა
საქართველო, თბილისი - 2012-01-02 18:44:00
![]()
2011 წელს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა" და რამდენიმე საინვესტიციო კომპანიას შორის ნავთობის სალიცენზიო ბლოკებზე ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოების წარმოებაზე ხელშეკრულებები გაფორმდა სამინისტროს ინფორმაციით, ხელშეკრულებები ხუთ ქართულ და საერთაშორისო კომპანიებთან დაიდო. სახელმწიფო ბონუსის სახით 7 მლნ აშშ დოლარი მიიღო, ხოლო მომავალი ოთხი წლის განმავლობაში სალიცენზიო ბლოკებზე ჩასატარებელი სამოშაოებისთვის დაახლოებით 85 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.