"ავატარის" საკასო შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა

საქართველო, თბილისი - 2010-01-07 18:14:00

 პრემიერიდან რამდენიმე დღეში ფილმ "ავატარის" საკასო შემოსავლებმა მილიარდ დოლარს გადააჭარბა. ნახევარზე მეტი ფილმის აშშ-ის ფარგლებს გარეთ ჩვენებიდან შევიდა. 

ჯეიმს კამერონის გახმაურებული ფილმი საქართველოს კინოთეატრებშიც გამოჩნდა.

დღეისთვის კამერონის ფილმი IMAX-ის ქსელში ჩვენებების მიხედვით აბსოლუტური რეკორდსმენია. არსებული კონტრაქტის მიხედვით, IMAX-ი კინოთეატრების ქსელში ფილმის ჩვენებას 2010 წლის მარტამდე უზრუნველყოფს.