კონფერენციაში მონაწილეობას რეგიონების საჯარო სკოლების და აზერბაიჯანის კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს სკოლის მოსწავლეები მიიღებენ. მოსწავლეები მოხსენებებს სხვადასხვა თემებზე წაიკითხავენ. კონფერენციას თსუ-ის წარმომადგენლები და პროფესორ-მასწავლებლები დაესწრებიან.
მისამართი: ი. ჭავჭავაძის გამზ. 3, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მეორე კორპუსი, ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტი, გეოგრაფიის დეპარტამენტი, III სართ. ოთ. # 361.