"საახალწლო ფესტივალი" დღეს დასრულდება

საქართველო, თბილისი - 2010-01-07 08:50:00

დღეს, 7 დეკემბერს, "საახალწლო ფესტივალი" დასრულდება 

"საახალწლო ფესტივალი" მეიდანზე 25 დეკემბერს საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნა.

ფესტივალის ფარგლებში გაიხსნა საახალწლო ბაზრობა. გაიმართა თეატრალური წარმოდგენები, საბავშვო ღონისძიებები სპორტის სასახლეში; ვარდების რევოლუციის მოედანზე; გლდანის პარკში და პუშკინის სკვერში.

საახალწლო ღონისძიებების ფარგლებში გლდანის პარკში 3 იანვარს როკ-კონცერტი გაიმართა.

31 დეკემბერს მთაწმინდის პარკში ბავშვები სანტა კლაუსმა გაართო.