უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა გაიმართა

საქართველო, თბილისი - 2011-12-16 20:00:00

შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდებარე უეფა-ს შტაბბინაში ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის კენჭისყრა გაიმართა, რომელმაც ევროპის საუკეთესო 16 კლუბი დააწყვილა.

სახელების მიხედვით, ყველაზე შთამბეჭდავი "მილანისა" და "არსენალის" დაპირისპირებააა, კიდევ ერთ იტალიურ-ინგლისურ შერკინებას "ნაპოლისა" და "ჩელსის" შორის ვიხილავთ, ყველაზე ნაკლებად კი "ბაზელს", "ლევერკუზენსა" და ცსკა-ს გაუმართლათ, რომლებიც "ბაიერნს", "ბარსელონასა" და "რეალს" შეხვდნენ.

მერვედფინალის პირველი მატჩები 14-15 და 21-22 თებერვალს შედგება, საპასუხოები კი - 6-7 და 13-14 მარტს. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის 2011-12 წლების სეზონის ფინალურ მატჩს გაისად, 19 მაისს, მიუნხენის "ალიანს-არენა" უმასპინძლებს.