”ქრისტიან-დემოკრატების” ლიდერები ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას

საქართველო, თბილისი - 2011-12-06 10:42:00

"ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერები - გიორგი თარგამაძე, მაგდა ანიკაშვილი და პარტიის საერთაშორისო მდივანი გიორგი რუხაძე საფრანგეთში, ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღებენ მონაწილეობას. ყრილობა მარსელში 6-9 ნოემბერს გაიმართება.. ღონისძიების მასპინძელი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზია.

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობა" ევროპის ყველაზე სოლიდური მემარჯვენე-ცენტრისტული გაერთიანების კონგრესზე სპეციალური სტუმრის სტატუსით მიიწვიეს. ევროპის სახალხო პარტიას ევროპარლამენტში ყველაზე მსხვილი ფრაქცია აქვს.
ყრი;ლობის ფარგლებში დაგეგმილია ინდივიდუალური შეხვედრები ევროპის ქვეყნების ლიდერებთან, ევროპის სახალხო პარტიის პრეზდენტთან და გენერალურ მდივანთან, მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაციის თავმჯდომარესთან, ქალთა ორგანიზაციის ხელმძღვანელებთან.