ხვალ მეიდანზე ილუზიონისტის შოუ გაიმართება

საქართველო, თბილისი - 2010-01-02 13:30:00

ხვალ 3 იანვარს, მეიდანზე "საახალწლო ფესტივალის" ფარგლებში ილუზიონისტის შოუ გაიმართება. 

"საახალწლო ფესტივალის" მეიდანზე 26 დეკემბერს საბავშვო პერფორმანსებით გაიხსნა. ფესტივალი შობის დღესასწაულს, 7 იანვარს დასრულდება.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საახალწლო ბაზრობის გახსნა, მუნჯური კინოს ჩვენება ცოცხალი აკომპანიმენტით.

ფესტივალში მონაწილეობდნენ ბაკურ ბურდული , ჯგუფი "სტრინგი". მოძრაობის თეატრის ბენდი, დავით ევგენიძე, დათო ილურიძის ბენდი.